სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესში ცვლილება შევიდა
04-01-2023
საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესი ცვლილება შევიდა.
ბრძანებაში, რომელიც 30 დეკემბერს გამოქვეყნდა, გაფართოებულია იმ პირთა წრე, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ.
ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ იმავე სკოლის: სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს (შემდგომ – მასწავლებელი);
აქვე შეგახსნებთ რომ ხმის მიცემის უფლება აქვთ ასევე მოსწავლის მშობელს პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს