რუსთავის N8 საჯარო სკოლის დირექტორის ორიგინალური საახალწლო მილოცვა პედაგოგებს
30-12-2022

აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო ბეგაძემ სკოლის პედაგოგებს ახალი წელი ორიგინალურად მიულოცა.

დირექტორის ინიციატივით, მასწავლებლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ვიდეომისალოცი ჩაწერეს.

ნინო ბეგაძე სასკოლო საზოგადოებასთან, მეგობრული და ყურადღებიანი დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც მოტივაციით აღსავსე ჯგუფის შეკრების საწინდარია, ისინი ერთობლივი ძალებით საუკეთესო შედეგებზე გასვლას ცდილობენ და ახერხებენ.

სასკოლო თემი სკოლის ხელმძღვანელს მადლობას უხდის და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203