„ციდან მოფრენილი ფიფქები“- ხონის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2022

ხონის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება - „ციდან მოფრენილი ფიფქები“, მოეწყო. 

ის პირველკლასელებმა და მათმა დამრიგებელმა თამარ ბოჭორიშვილმა წარადგინეს. 

მოსწავლეებმა კლასიკური ცეკვები და სიმღერები შეასრულეს, წაიკითხეს საახალწლო ლექსები, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. ბოლოს, მასწავლებელმა, მცირედი საჩუქრების სახით, მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყვეს.

„ღონისძიებაში მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ დამსწრე საზოგადოებას ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203