იანეულის საჯარო სკოლაში გრანდიოზული საახალწლო კარნავალი მოეწყო
30-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, საახალწლო კარნავალი მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც კარნავალი შთამბეჭდავ სანახაობად აქცია.

მოსწავლეები დიდი იმედებითა და ოცნებებით ელიან ახალი წლის შემობრძანებას, კარნავალმა კი, სადღესასწაულო განწყობა აუმაღლა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და იმედოვნებს, რომ ასეთი სანახაობები ხშირად გაიმართება იანეულის საჯარო სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203