თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცა გომელაური გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოსტერების კონკურსის გამარჯვებულია
30-12-2022
თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობითა და მოტივაციით გამოირჩევიან. 

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მედია ცენტრმა კახეთი MCK-ს მიერ პარტნიორი 56 სკოლის მოსწავლეებისთვის პოსტერების კონკურსი „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ გამართა. მასში თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნუცა გომელაური მონაწილეობდა, რომელმაც შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და გაიმარჯვა. 

მას სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრი გადაეცა. მისი პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილია. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში, კახეთის მასშტაბით, 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203