ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2022
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში საახალწლო ღინისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203