თბილისის N118 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა საქველმოქმედო, საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გამართეს
30-12-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო, საახალწლო გამოფენა - გაყიდვა გაიმართა.

IIIკლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გამოფენაზე გაყიდეს, მიღებული თანხით კი მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საოცარ და ნიჭიერ ბავშვებს, მშობლებს, კოლეგებს, დირექტორს, გიული შენგელიას, ასევე უდიდესი მადლობა მარი პაპუაშვილს, რომელიც დამეხმარა იდეის განხორციელებაში, არ დაიშურა ძალა, ენერგია, ნიჭი და შემოქმედება ამ საინტერესო ღონისძიების ლამაზად დასრულებისთვის.

შემოსული თანხებით ვესტუმრეთ მოხუცთა თავშესაფარს, გავახარეთ და გავუთბეთ გულები. განსაკუთრებული მადლობა მზეო ჯაჯანიძეს, საოცარ, კეთილშობილ ქალბატონს საუკეთესო მასპინძლობისთვის. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო“, - წერს კლასის ხელმძღვანელი ლელა დავითლიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203