„ერთი დღე ბიბლიოთეკაში“ - რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
30-12-2022

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალი წლის დღესასწაულს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.

მეოთხეკლასელებმა ღონისძიება სახელწოდებით - „ერთი დღე ბიბლიოთეკაში“,  გამართეს. ბავშვები სადღესასწაულო ფორმებში გამოეწყვნენ და დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამებით წარდგნენ. 

ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.

„გილოცავთ ჩემო კარგებო, მუდამ გვეამაყოს თქვენი სწავლით და კარგი ადამიანობით. მიყვარხართ!“, - აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203