„ახალი წლის ღამე“ - თბილისის N118 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა სემესტრი ღონისძიებით დაასრულეს
30-12-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლის II4 კლასის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საახალწლო ზეიმით დაასრულეს.

„ახალი წლის ღამე“ - ასე ერქვა ღონისძიებას. პატარები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ: წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ღონისძიების ბოლოს მეორეკლასელებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ.

„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს პატარებს. ვამაყობ თითოეული მათგანით და მადლობას ვუხდი, რომ საახალწლო ღონისძიების სამზადისში მონდომებით იყვნენ ჩართულები. მათთან ერთად გატარებული ყველა დღე ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობაა და ეს დღეც ერთ-ერთი დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო“, - გვიამბობს კლასის დამრიგებელი ნინო მოდრეკილაძე.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა კლასის მუსიკის მასწავლებელი ხათუნა რუხაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203