დერჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით ხვდებიან
30-12-2022

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის საჯარო სკოლის საზოგადოება დამდეგ შობა- ახალ წელს სადღესასწაულო განწყობით ხვდება.

მოსწავლეებმა საახალწლო აქტივობები მოაწყვეს და საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს. მათ, მიუხედავად სიმცირისა, დღის გალამაზება მაინც მოახერხეს. გაითამაშეს სეკრეტ სანტა - ერთმანეთს და პედაგოგებს საჩუქრები გადასცეს და გამხიარულდნენ.

ბავშვებმა საჩუქრების გადაცემის ცერემონიალის შემდეგ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დამდეგი ახალი წელი ყველას მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203