სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
30-12-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღნიშნეს. 

მათ, პედაგოგ ნესტან დამენიასთან ერთად, საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობები განახორციელეს - მოამზადეს ვიდეო კოლაჟი, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ და საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აიმაღლეს.

„არაჩვეულებრივი მოსწავლეები გილოცავენ დამდეგ 2023 წელს და გთავაზობენ ვიდეო-კოლაჟს დათუნია დრუნჩასთან და მის მეგობრებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203