„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი საახალწლო სანახაობა
30-12-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში ახალ წელთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო აქტივობა, მათ შორის მე-4 კლასში გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მათ საახალწლო ზეიმი - „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“, დამრიგებელ შორენა ნოდიას ხელმძღვანელობით მოწყვეს. მეოთხეკლასელებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, კოსტუმირებული სანახაობა გამართეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები - დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებს ესტუმრათ მეკვლე და თოვის ბაბუა საჩუქრებით. 

აღსანიშნავია, რომ საკლასო ოთახი საზეიმოდ მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობით მოირთო. ბოლოს, ღონისძიების მონაწილეები დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.

„მეოთხეკლასელები გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს .უფალმა გიმრავლოთ მხიარული და ფერადი დღეები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203