სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში, დამრიგებელ ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით, ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, მე-4 კლასში, დამრიგებელ ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებმა შობა-ახალი წლის დადგომა ყველას მიულოცეს.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.