„შობის ღამის სიზმარი“ - კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება
30-12-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2023 წელს საზეიმო განწყობით ეგებებიან. მათ გუნება-განწყობაზე სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს. 

სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი - „შობის ღამის სიზმარი“. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიებას მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი ვერა მელაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203