„ვიკითხოთ ერთად” - ქუთაისის N12 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საბავშვო ბიბლიოთეკაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
30-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის - „ვიკითხოთ ერთად” მორიგი პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის ბავშვთა განყოფილებაში მოეწყო. ღონისძიებას პედაგოგები -  ეკა მაჩიტაძე, მუსიკის მასწავლებელი რუსუდან აბაშიძე და ხელოვნების პედაგოგი ნინო მაკალათია ხელმძღვანელობდნენ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობა საგანთა შორის ინტეგრაციასა და წაკითხულისადმი შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს.

მოსწავლეებმა წარადგინეს წაკითხული წიგნის - არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი”. გააცოცხლეს პერსონაჟები, დახატეს, აამღერეს და გამართეს დიალოგი სალამურასა და ბაიას შორის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203