ნახუნაოს საჯარო სკოლასთან შერწყმულ წინაკვერკვეს განყოფილებაში საახალწლო შოუ გაიმართა
30-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლასთან შერწყმულ წინაკვერკვეს განყოფილებაში საზეიმო განწყობაა.
სკოლაში 1-ელი - მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, საახალწლო შოუ გაიმართა, მის მიმდინარეობაში ყველა დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო.
პატარები განსაკუთრებით სანტა კლაუსთან შეხვედრამ გაახარა. მათ სანტას უმღერეს, სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციების შესახებ უამბეს და დასაჩუქრდნენ.
ზეიმს თებია კიკალიშვილი ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებს ფოტოებიც თავად გადაუღო.
„მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ საახალწლო ზღაპარში, ბავშვებისთვის შთამბეჭდავი იყო „სანტა კლაუსთან" შეხვედრა. ისინი აღტაცებით უსმენდნენ მის მიერ მოთხრობილ ზღაპრებს სიკეთეზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს