სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებით წარდგნენ
30-12-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიებით ეგებებიან. 

ბავშვები სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო საახალწლო ფორმებში გამოწყობილნი წარდგნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს, სახალისო სკეტჩები გაითამაშეს და დამსწრე აუდიტორიას საზეიმო განწყობა აუმაღლეს. 

ღონისძიებაში თოვლის ბაბუც მონაწილეობდა, რომელმაც ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება მოსწავლეებმა საზეიმო და ამაღლებული განწყობით დაასრულეს. ეს დღე როგორც ბავშვებისთვის, ასევე დამსწრეთათვისაც დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

სკოლა, ყველას ულოცავს ახალ წელს და ბედნიერებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203