ზედა სამების საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
30-12-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, მე-4 კლასში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის ხელმძღვანელიც კლასის დამრიგებელი ინეზა კახიძე იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ღონისძიება საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203