დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მე-9 კლასში გერმანიაში გავრცელებულ შობა-ახალი წლის ტრადიციებს ღონისძიება მიეძღვნა 
30-12-2022

დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ღონისძიება - Frohe Weinachten und alles gute das neue Jahr, გაიმართა. 

მისი თემა გერმანიაში შობა-ახალი წლის ტრადიციები იყო, აქტივობის მიმდინარეობაში მე-9 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ მოწვეულ პედაგოგებს საინტერესო სანახაობა შესთავაზეს, მოუთხრეს გერმანულ ადათ-წესებზე, მათი ცხოვრების სტილსა და დღესასწაულის აღნიშვნის მრავალფეროვნებაზე. მოსწავლეებმა ხელნაკეთი ,Advents Kranz - (ადვენტის, მარხვის გვირგვინი), საშობაო ქალაქი, პოსტერები და საახალწლო ნახატები წარადგინეს.

ღონისძიება როგორც შემეცნებითი, ასევე გასართობი ხასიათის მატარებელი იყო. მას ნინო ბერიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203