გუბის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2022

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეები დამდეგ, 2023 წელს საზეიმო განწყობით ეგებებიან. მათ გუნება-განწყობაზე კი სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს. 

სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„კიდევ ერთმა ლამაზმა, ხალისიანმა და სიცოცხლით სავსე დღემ ჩაიარა ჩვენს სკოლაში. ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიხარული, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, წარმატება და წინსვლა დაგბედებოდეთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203