თბილისის N178 სკოლის მე-10 კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა
30-12-2022
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-10 კლასში სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროექტი ჩატარდა. 

მისი ხელმძღვანელი პედაგოგი ირმა კელეპტრიშვილი-შეშაბერიძე იყო. როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლე გასცნობოდა თანამედროვე მასალებსა და ტექნოლოგიებს, იმ თანამედროვე ხელოვანების შემოქმედებას, რომლებიც იყენებდნენ/იყენებენ ტრადიციულსა და არატრადიციულ მასალასა და ტექნიკას, გამოეკვლიათ ტრადიციული და არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები, მათი კავშირი თანამედროვე ხელოვნების დარგებთან, ფორმებთან და სხვა დისციპლინებთან. გარდ ამისა, შეძლონ ტრადიციული და არატრადიციული ხერხებითა და მასალებით შემნილი ხელოვნების ნიმუშების ანალიზი, ინტერპრეტაცია და კონტექსტში ჩასმა. 

პროექტის მიზანი წარმატებით მიიღწა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„კვლევითი არატრადიციული მასალები და ტექნოლოგიები თანამედროვე ხელოვნებაში. მიზანი იყო არატრადიციული ტექნიკისადა მასალის, ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით, თავად შეექმნათ ნამუშევრები. განსაზღვრონ ნამუშევრის იდეა, მიზნობრივად და შემოქმედებითად გამოიყენონცოდნა და უნარები, შეარჩიონ პრეზენტაციის ფორმები. მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი პროექტს და პროექტისბოლოს გააკეთეს პერფორმანსი,რომელიც ინსპირირებული იყო ლია ბაგრატიონის ექსპოზიციით სახელად - „ვარდნა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203