„ხორცისჭამიები არ დაიშვებიან“ - ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი საინტერესო ინსცენირებით დაასრულეს
30-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სემესტრი საინტერესო ღონისძიებით დაასრულეს. 

მოზარდები საახალწლო ზღაპრის- „ხორცისჭამიები არ დაიშვებიან“ ინსცენირებით დაემშვიდობნენ 2022 წელს. ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს, მათ მიერ გამართული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ტკბილეული დაურიგეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203