წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
30-12-2022
29 დეკემბერს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში შეუდარებელი წინასაახალწლო განწყობა სუფევდა.
კარნავალი მეტად სიმბოლური იყო. სადამრიგებლო კლასები საქართველოს კუთხეების წარმოჩინებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებით, ცეკვებითა და საახალწლო დალოცვებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კარნავლის მსვლელობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდნენ წამყვანები, მე-12 კლასის წარმატებული მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის საუკეთესო მოხალისეები - ინა ხელაია და ლიზი ქაჯაია.
მოსწავლეთა შემოქმედებით აღფრთოვანდა ყველა მოწვეული სტუმარი.
კარნავალი შთამბეჭდავი ფეიერვერკით დასრულდა.
„არ დალეოდეს წარმატებები და სასიხარულო დღეები 2023 წელს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დირექციას, პედაგოგებს, მშობლებს-მთელ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს