„იყავი ჯანმრთელი!“ - იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი
30-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი ცოდნის გაღრმავების მიზნით, არაერთ აქტივობაში რთავენ.

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია მე-6 კლასში ჩატარებული შემეცნებითი გაკვეთილი, რომლის თემა გახლდათ - „იყავი ჯანმრთელი!“.

გაკვეთილს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნორა აივაზიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები და გაკვეთილი მეტად ინფორმაციული პრეზენტაციით დაასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203