კუხის საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, საახალწლო ზეიმი გაიმართა
30-12-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაასრულა.
ზეიმზე ერთმანეთს პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეები ენაცვლებოდნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ და დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
„მოსწავლეები ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს. ნამდვილი საახალწლო განწყობა იყო ჩვენს სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.