დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
30-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ვარდანუშ ქოსიანი ხელმძღვანელობდა. 

ზეიმის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ სპექტაკლები მსოფლიო და ხალხური ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარადგინეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს.

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203