ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დაასრულეს
30-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო დღე საინტერესო აქტივობებით დაიგეგმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჩატარდა სახვითი ხელოვნების პროექტებით სწავლების პრეზენტაცია თემაზე - „ერკეთის ბაზილიკა“, რომელსაც მასწავლებელი სოსო ოსეფაშვილი ხელმძღვანელობდა.

მე-10 კლასის მოსწავლე იოსებ მეგრელიძემ წარმოადგინა საინტერესო და შთამბეჭდავი მასალა, გაჯერებული თვალსაჩინოებებითა და ისტორიული ფაქტებით.

მათემატიკის წრემ, რომლის ხელმძღვანელი მარინა მაისურაძე გახლავთ, წარმოადგინა მათემატიკური ვიქტორინა „მათემატიკა - გონების მუსიკა“, სადაც მოსწავლეებმა გამოავლინა საგნის ცოდნა და გონებამახვილობა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შეჯიბრებებმა შაშში, ნარდსა  და ჭადრაკში, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ერკეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მთელ საქართველოს ულოცავს დამდეგ 2023 წელს, უსურვებს ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203