კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა
19-04-2018
კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა. სკოლა აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებში - სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფარში საშობაო და სააღდგომო ღონისძიებები გამართეს. მოსწავლეთა თვითმმართველობა კი წითელი ჯვრის აქციებში მონაწილეობს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოს დასუფთავების მიზნით არაერთი აქტივობა ჩაატარეს, მათ შორის სკოლა საერთაშორისო გარემოსდაცვით კამპანიას - „დავასუფთავოთ დედამიწა“ შეუერთდა.
სისვაძეების უბნის საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“.
სკოლაში კულტურული ღონისძიებებიც ენერგიულად ტარდება. მოზარდებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მასშტაბური ღონისძიება - „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ გამართეს. მოსწავლებმა იზეიმეს დედისა და ქალთა დღეები.
სკოლაში ასევე აპრილის თვის ისტორიულ თარიღებს ღონისძიებები მიუძღვნეს. მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“