ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალი
30-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვები საახალწლო სამოსში გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო სკეტჩები გაითამაშეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციამ ღონისძიების დასასრულს საჩუქრები (საახალწლო ნუგბარი) მიართვა, რამაც ისინი ძალიან გაახარა.
როგორს სკოლაში გვიყვებიან, კარნავალს სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. მათ ბავშვებს ახალი წელი მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
„ღონისძიებამ სკოლაში მხიარული, ნამდვილი საახალწლო და სადღესასწაულო ატმოსფერო შექმნა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს