ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სემესტრი საშობაო კარნავალით დაასრულეს
30-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, საშობაო კარნავალი - „შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა მოსწავლე. ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები და თემის წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს თოვლის პაპამ ყველა ბავშვს საჩუქრები დაურიგა.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, კლასების დამრიგებლებს, მშობლებს და ღონისძიების ორგანიზატორებს ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203