დიდი ჭყონის N1 სკოლის ბიბლიოთეკაში ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის - საბა კილასონიას ნახატების გამოფენა გაიმართა
30-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას აქტიურად მასპინძლობს.
ამჯერად, საბიბლიოთეკო სივრცეში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის - საბა კილასონიას ნახატების გამოფენა გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მისი ნახატები საინტერესო, შემოქმედებითი და მრავალფეროვანია, ისინი სხვადასხვა თემატიკისაა და ფერთა სიმრავლით გამოირჩევა.
საბა კილასონიას ნახატებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.