უწერის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
30-12-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლში მრავალფეროვანი საახალწლო კარნავალი მოეწყო.

ბავშვებმა საახალწლო დეკორაციებით მორთეს საკლასო გარემო, კარნავალზე ორიგინალური მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.

საახალწლო კარნავალი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, მოსწავლეებს აუმაღლდათ სადღესასწაულო განწყობა და დიდი იმედებით ელიან 2023 წლის შემობრძანებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელსა და მოსწავლეებს ასეთი ღონისძიების მოწყობისთვის და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203