დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
30-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ახალ წელს საინტერესო ღონისძიებით ეგებებიან.

მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები სასკოლო საზოგადების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.

შესაძლებლობები გამოავლინეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დრო ხალისიანად გაატარეს. სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ჩვენს პატარებს და მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203