დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
30-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიება თუ პრეზენტაცია. 

ბიოლოგიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა - ალისა გალოიანმა და სუსანნა პიჯოიანმა მე-11 კლასის მოსწავლეებს შთამბეჭდავი სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი შესთავაზეს. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მათ უჯრედის სტრუქტურისა და ორგანელების შესახებ ინგლისურად ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203