ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება მოეწყო
29-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, პედაგოგების - ლია დუმბაძის, თეონა სურმანის, ნინო ქამადაძისა და ლიანა ჯაიანის ხელმძღვანელობით სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.