ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი 2023 წელი იზეიმეს
29-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს, საზეიმოდ აღნიშნეს დამდეგი ახალი-წელი.

მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელ დღედ იქცა საახალწლო ღონისძიება, ამაღლებული განწყობით და დიდი იმედებით ელიან ახალი წლის მობრძანებას.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და იმედოვნებს, რომ ხშირად გაანებივრებენ ასეთი სასიამოვნო სანახაობებით.

სკოლა  სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ۔ახალ წელს ულოცავს და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203