დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება მოეწყო
29-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოაგდინეს მასალები, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გააცოცხლეს მივიწყებული ტრადიციები. გარდა ამისა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს. მათ მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი სიმღერით და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს.

საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

„სკოლის მოსწავლეები და პედკოლექტივი ულოცავს სრულიად საქართველოს ამ მშვენიერ დღესასწაულს და ყველას წარმატებულ წელს უსურვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203