რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით და სიხარულით აღნიშნეს დამდეგი ახალი წლის მობრძანება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს, მშობლებსა და მეგობრებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ახალი წელი. ჰქონდათ ქართული ცეკვების ღია ჩვენება, რომელიც ქორეოგრაფ თემო სამხარაძის მხარდაჭერით გაიმართა, რისთვისაც სკოლა დიდი მადლობას უხდის.

მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან დასამახსოვრებელი და სახალისო იყო, აუმაღლდათ საზეიმო გაწყობა და ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელიან.

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს ასეთი აქტიურო მონაწილეობისთვის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203