სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2022
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში სადღესასწაულო განწყობაა. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საახალწლო განწყობას სადღესასწაულო კოსტუმები და შესაბამისი წარმოდგენები კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.
„ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერი და სიხარულით სავსე წელი მოგმადლოთ უფალმა. ხვავი, ბარაქა და წელთა სიმრავლე გქონოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. იცოცხლეთ დიდხანს. დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის, ბავშვებს დაუღალავი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეთერი მასწავლებელს. დიდი მადლობა ოთო მასწავლებელს, დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს, ეკა მასწავლებელს, ხათუნა მასწავლებელს და მაია მასწავლებელს. ყველას დიდი მადლობა. გვიყვარხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს