ძიმითის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ბესიკ ანდღულაძე კონფერენციაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
29-12-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, სპორტის მასწავლებელი ბესიკ ანდღულაძე სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში „ინოვაციური სწავლა-სწავლების” კონფერენციაში მონაწილეობდა. მან პროექტი წარადგინა, პრეზენტაცია წარმატებით მოაწყო და სკოლის საჭირბოროტო საკითხები დამსწრეთ გააცნო. 

სპორტის მასწავლებელ ბესიკ ანდღულაძეს სიგელები - სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა კონფერენციაში - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში წარმატებისათვის და სასკოლო ხელბურთის პროგრამა მასწავლებელთა კონფერენცია, მიღწეული წარმატებისათვის გადაეცა.

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203