ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელიან.
დაწყებით საფეხურზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართა, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას - მასწავლებლებს, მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი სიმღერებით, ლექსებითა და საშობაო სპექტაკლებით მიულოცეს.
ბოლოს, მუსიკის მასწავლებელმა, სოფიო მაისურაძემ, დასკვნითი ღონისძიება - „მშვიდობიან, ბედნიერ, წარმატებულ შობა-ახალ წელს გისურვებთ“ წარადგინა, რომელშიც მშობლები და მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ.
აქტივობებმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
„გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს“ - ამ სლოგანით დაიწყო სკოლაში დაწყებით საფეხურზე საახალწლო ღონისძიებები,
სკოლა მშვიდობიან და ბარაქიან ახალ წელს უსურვებს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: