წინასაახალწლო ჟრიამული და საზეიმო ღონისძიება ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში
29-12-2022

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ფუსფუსია. მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა მესხიძის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს, ასევ განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟის როლები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიმდინარეობა უფრო სახელისო გახდა, როდესაც მოულოდნელად ქობულეთის კულტურის ცენტრიდან, სკოლას თოვლის ბაბუ ესტუმრა და მოსწავლეებს ჯადოსნური განწყობა აჩუქა.

სკოლის დირექციამ კი, მადლობა გადაუხადა თოვლის ბაბუს სტუმრობისთვის და სრულიად საქართველოს ბედნიერი შობა ახალი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203