„ჩემი სახლის ბინადრები“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
29-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, პროექტსა თუ აქტივობაში რთავენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, III კლასში „მე და საზოგადოებაში“ გახორციელებული პროექტი - „ჩემი სახლის ბინადრები“.
საინტერესო პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა, სალომე ლორთქიფანიძემ შესთავაზა.
მოსწავლეებმა შეარჩიეს სახლის ბინადრები ეს იყო - კურდღელი, ძაღლი, კატა, კუ, ცხენი, თუთიყუში ზაზუნა და თხა და მოიძიეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუარონ ცხოველებს სახლის პირობებში.
ბავშვებმა მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადეს საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები.
როგორც პედაგოგი სალომე ლორთქიფანიძე აღნიშნავს პროექტის განხორციელების მიზანი იყო მოსწავლეებში ცხოველების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს