„მათემატიკის სამყაროში“- ქსოვრისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
29-12-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ჯულიეტა ახალკაცმა სასწავლო-შემოქმედებითი პროექტი „იცით თუ არა რომ...“ განხორციელდა. 

მასში IX კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. პროექტის მიზანი მოსწავლეებში მათემატიკური ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის შექმნა იყო. 

მის ფარგლებში შემეცნებითი, ინტელექტუალური კონკურსი - „მათემატიკის სამყაროში“ დაიგეგმა. გუნდებს გეომეტრიული ფიგურების სახელები - „მართკუთხედი“, „წრე", „პირამიდა“ ერქვათ. მათ საკუთარი ხელით შექმნილი ამავე ფიგურების მოდელები წარადგინეს.

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, საბოლოოდ, კი გუნდმა - „წრე“ გაიმარჯვა. 

სკოლის დირექტორმა ლია ხაჩირაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებისათვის მადლობა გადაუხადა და დიპლომებით დააჯილდოვა. ასევე მადლობა გადაუხადა მათემატიკის მასწავლებელ ჯულიეტა ახალკაცს, მათემატიკით ბავშვების დაინტერესების და მოტივაციის გაზრდისთვის.

„პროექტი წარიმართა სახალისოდ, იგრძნობოდა წინასაახალწლო განწყობა, ერთ-ერთი ნომინაცია გახლდათ კომპლექსური დავალება;  პროპორციების დაცვაინგრედიენტებით საახალწლო ნუგბარის შექმნა.
გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „წრემ", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამივე გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი კონკურსს.
პროექტის მიზანი მიღწეულ იქნა. მოსწავლეებმა მათემატიკას შეხედეს სხვა თვალით და სამომავლოდ დაგეგმეს მსგავსი პროექტების  განხორციელება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203