თბილისის N60 სკოლის მეათეკლასელებმა, მუსიკაში პროექტული სწავლების ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასწალო წლის პირველი სემესტრი წარმატებით სრულდება. გაიმართა არაერთი საინტერესო აქტივობა თუ პროექტი.
ამჯერად, მუსიკაში პროექტული სწავლების ფარგლებაში, მე-10ა, მე-10ბ და მე-10გ კლასის მოსწავლეებმა მუსიკაში შემდეგი პროექტები წარმოადგინეს:
- „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში";
- „80-90-იანი წლების ალტერნატიული მუსიკა - ანდერგრაუნდი ქართული და დასავლური პარალელებით";
- „მუსიკათერაპია და პიროვნების სოციალიზაცია".
მოსწავლეებმა საკითხებზე ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, მონდომებით იმუშავეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.
მათი პედაგოგი თამარ მაისურაძეა. კლასის დამრიგებლები ეკა ქურციკიძე (მე-10ა კლასი), ქეთევან ლომაძე (მე-10ბ კლასი) და ვიქტორია ვახტანგაძე (მე-10გ კლასი) არიან.
იხილეთ ფოტოები: