მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები დამდეგ 2023 წელს საზეიმოდ ეგებებიან
29-12-2022

ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს საზეიმო ღონისძიებით ეგებებიან. 

პირველკლასელებმა, პედაგოგ ირმა ძიძიგურის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას დამდეგი 2023 წელი მიულოცეს. 

პატარები საახალწლო აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ. ბავშვების ამაღლებულმა განწყობამ დამსწრე საზოგადოებაც მოიცვა და ყველანი გამხიარულდნენ.

„ღონისძიების მსვლელობისას, სიმღერას ცეკვა ცვლიდა, ცეკვას კი - ისევ სიმღერა, სკოლის შენობაში მხიარული ხმები ისმოდა, მუსიკის ჰანგებმა ყველა, სკოლის შესასვლელში - საახალწლო ნაძვის ხესთან მიიყვანა. იქ კი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიურპრიზი ელოდათ“ ,- გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიების მსველობისას, სკოლის ბიბლოთეკის გამგე ნინო დანგაძე, პედაგოგები: ნუნუ მელაძე, ნათია სებუა, ეკა კარსანიძე, ანა მელაძე, ვაჟა გახოკიძე, ანა ხობუა, ხათუნა ჩაგუნავა მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას მშობლებიც აქტიურად შეურთდნენ. სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთს, მასწავლებლებსა და მშობლებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ღონისძიების დასასრულს კი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნარგიზ ჩიქოვანმა ახალი წლის დღესასწაული ყველას მიულოცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203