ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში ლიდერი მასწავლებლის, მარია ოზნეციანის ორგანიზებით, საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა
29-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა. 

სკოლაში ლიდერი მასწავლებლის, მარია ოზნეციანის ორგანიზებული შეხვედრა ჩატარდა, რომელიც თანამშრომლობითი ორიენტაციის გაკვეთილის დაგეგმვას, თემაზე - „განმავითარებელი შეფასება“, ეხებოდა. 

მის მიმდინარეობაში პედაგოგები აქტიურად ჩაერთნენ, საკითხის ირგვლივ ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აქტივობამ წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები და პრეზენტაცია: 

პრეზენტაცია 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203