
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი მოდის ქართული“, ჩატარდა.
ღონისძიებაში l - lV კლასის მოსწავლეებმი მონაწილეობდნენ. ზეიმი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო, მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ორიგინალური ნომრები, რამაც უფრო გაამრავალფეროვნა სანახაობა.
მოსწავლეები ამაღლებული საახალწლო განწყობით, დიდი იმედებითა და მოლოდინებით ელიან ახალი წლის შემობრძანებას.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ აქტიურობისთვის და სამომავლო საქმიანობებში წარმატებებს უსურვებს.