პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2023 წელს საზეიმოდ, ღონისძიებებით ეგებებიან. 

სკოლაში მუსიკის მასწავლებლის - ანაჰიტ ესოიანის ხელმძღვანელობით, ზეიმი გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ბავშვებმა აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და საზეიმო განწყობა აჩუქეს.

აღსანიშნავია, რომ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭის და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203