სათხის საჯარო სკოლაში სემესტრი საახალწლო კარნავალით დაგვირგვინდა
29-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლამ 2022 წელი წინასაახალწლო კარნავალით დაიხურა.

ის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს, ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი ირა მშეციანი იყო. კარნავალზე წარმოდგენილი იყო საინტერესო პროგრამები და მრავალფეროვანი რეპერტუარი კერძოდ სიმღერები, სომხური და ქართული საცეკვაო ნომრები, ასევე იუმორისტული შოუები.

ღონისძიებაზე არამხოლოდ სკოლის თანამშრომლები, მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ სოფლის მოსახლეობაც მიიწვიეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს საინტერესო და სახალისო გათამაშება მოეწყო, მოსწავლეებმა დამსწრეებს ლამაზი საახალწლო პრიზები აჩუქეს. მათ დამდეგი ახალი წელი ყველას მიულოცეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203